ავტორიზაცია

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს არსენალის მთავარი მიზანი მიხაილო მუდრიკის შეძენა იქნება

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს არსენალის მთავარი მიზანი მიხაილო მუდრიკის შეძენა  იქნება
თარიღი 12 დეკ 2022, 12:30
დონეცკის "შახტარის" ნახევარმცველი მიხაილ მუდრიკი შესაძლოა იანვარში ინგლისის პრემიერ ლიგაში გადავიდეს. 

The Athletic-ის ჟურნალისტის დევიდ ორნშტეინის თქმით, უკრაინელი "არსენალის" მთავარი სატრანსფერო მიზანია ზამთრის ფანჯრისთვის.

მანამდე შახტარის საფეხბურთო საქმეთა დირექტორმა დარიო სრნამ მუდრიკი 100 მილიონ ევროზე მეტად შეაფასა. წყაროს ცნობით, ტრანსფერი "მეთოფეებს" უფრო იაფად უნდა დაუჯდეთ.

კლუბებს შორის მოლაპარაკებები ამჟამად მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ არაფერია შეთანხმებული. 21 წლის მუდრიკმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 18 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.