ავტორიზაცია

ეროვნული ლიგა - სამტრედია დაბრუნდა, გაგრამ დრამატული მატჩი მოიგო

ეროვნული ლიგა - სამტრედია დაბრუნდა, გაგრამ დრამატული მატჩი მოიგო
თარიღი 12 დეკ 2022, 18:44
ეროვნული ლიგის ფლეი-ოფში საკმაოდ საინტერესო შეხვედრები გაიმართა. მოგეხსენებათ, "შუქურამ" ლიგა 2-ში პირველი ადგილი დაიკავა და უმაღლესში ავტომატურად აღზევდა.

ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა "სამტრედია." იმერლებმა შინ "სიონი" 1:0 დაამარცხეს.

განმეორებით შეხვედრაში კი გიორგი შაშიაშვილის გუნდმა კირილ ჩამბას დუბლით მოიგო და მიზანს მიაღწია.

"გაგრამ" შინ "სპაერს" 2:0 მოუგო და თითქოს ყველაფერი გადაწყვიტა, თუმცა "სპაერმა" განმეორებით მატჩში იბრძოლა და საქმე პენალტებამდე მიიყვანა, სადაც საბოლოოდ მაინც დამარცხდა.

ასე და ამგვარად, ეროვნული ლიგა 2-ში "ლოკომოტივი" და "სიონი" გადავიდნენ, "სამტრედია" და "შუქურა" კი უმაღლესში აღზევდნენ.