ავტორიზაცია

დინამო ბათუმის პირველი ტრანსფერი - საქართველოს გამორჩეული მცველი ბათუმში?

დინამო ბათუმის პირველი ტრანსფერი - საქართველოს გამორჩეული მცველი ბათუმში?
თარიღი 12 დეკ 2022, 18:56
როგორც "დინამო ბათუმის" ხელმძღვანელობამ დააანონსა, გუნდში ბევრი ცვლილება იგეგმება. აჭარულ კლუბს ბევრი ფეხბურთელი დატოვებს, ბევრიც კი შეუერთდება.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, ერთ-ერთ ასეთი ახალგაზრდა მარჯვენა მცველი ცოტნე კაპანაძეა, რომელიც უკვე რამდენიმე სეზონის თავის პოზიციაზე ეროვნულ ლიგაში ერთ-ერთი გამორჩეულია.

როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, "დინამო ბათუმი" მასთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს და დიდი ალბათობით, ახალი სეზონიდან სწორედ ბათუმში ვიხილავთ.

კაპანაძე ამჟამად "თელავის" ფეხბურთელია და საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წევრიცაა.

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი