ავტორიზაცია

"ჩვენთვის ეს სახეში შემოლაწუნების ტოლფასია", - ლივერპულმა შემტევი მარტამდე დაკარგა

"ჩვენთვის ეს სახეში შემოლაწუნების ტოლფასია", - ლივერპულმა შემტევი მარტამდე დაკარგა
თარიღი 12 დეკ 2022, 21:35
„ლივერპულის“ კოლუმბიელი შემტევი ლუის დიასი, რომელიც მოედანზე ოქტომბრიდან არ გასულა, კიდევ სამ თვეს იუქმებს.

დიასმა დუბაიში კლუბის შეკრებაზე დისკომფორტი იგრძნო და სახლში დაბრუნდა, რის შემდეგაც სამედიცინო შემოწმება ჩაიტარა და აღმოჩნდა, რომ საოპერაციოა.

„რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის სახეში შემოლაწუნების ტოლფასია. არაფერი არ მომხდარა, მაგრამ რაღაც მომენტში მან დისკომფორტი იგრძნო. მეორე დღესაც ვერ იყო კარგად და ვიფიქრეთ, სჯობს თავი გადავიზღვიოთ.

შემდეგ კი, მოვიდა სიახლე, რომელიც დიდი დარტყმაა. თუმცა, რაც არის, ეგ არის.“ - აღნიშნა იურგენ კლოპმა.

სავარაუდოდ, მოედანზე კოლუმბიელი მხოლოდ მარტში დაბრუნდება.