ავტორიზაცია

სევილიას სურს, რომ ისკომ კლუბი იანვარშივე დატოვოს

სევილიას სურს, რომ ისკომ კლუბი იანვარშივე დატოვოს
თარიღი 12 დეკ 2022, 21:42
ისკომ „სევილია“ შესაძლოა კლუბის ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო დატოვოს.

Marca-ს ინფორმაციით, „სევილიას“ სპორტულ დირექტორ მონჩის არ მოსწონს ფეხბურთელის ქცევა და მისი უახლოესი წრე. გარდა ამისა, ისკოს ტრანსფერი გუნდის ყოფილი მწვრთნელის, ხულენ ლოპეტეგის პირადი სურვილი იყო, რომელმაც კლუბი ოქტომბრის დასაწყისში დატოვა.

ახალი მწვრთნელი, ხორხე სამპაოლი კი, ისკოს საკუთარ გუნდში ვერ ხედავს და ხელმძღვანელობას სურს, რომ ესპანელმა გუნდი იანვარშივე დატოვოს.

ისკო „სევილიაში“ აგვისტოში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, მას შემდეგ, რაც „რეალთან“ კონტრაქტი ამოეწურა. ანდალუსიურ კლუბთან მას ხელშეკრულება 2024 წლამდე აკავშირებს.