ავტორიზაცია

მუნდიალზე განის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირს აიაქსიდან წასვლა იანვარშივე სურს

მუნდიალზე განის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირს აიაქსიდან წასვლა იანვარშივე სურს
თარიღი 12 დეკ 2022, 22:09
„აიაქსის“ ნახევარმცველს, მოჰამედ კუდუსს ინგლისის ჩემპიონატში სურს ასპარეზობა.

The Athletic-ის ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდის შეცვლაზეა მოწადინებული. მას ყურადღებით აკვირდებიან პრემიერ ლიგის, ბუნდესლიგის და ლიგა 1-ს გუნდები.

ტრანსფერი მინიმუმ 35-40 მილიონი ევრო დაჯდება, რადგან „აიაქსს“ შემტევის გაშვება არ სურს.

კუდუსი 2022 წლის მუნდიალზე განას საუკეთესო ბომბარდირი გახდა, სამხრეთ კორეას (3:2) კარში გატანილი დუბლის წყალობით.