ავტორიზაცია

მუნდიალის ერთ-ერთმა აღმოჩენამ ლივერპულის და რეალის ყურადღება მიიპყრო, ბენფიკას პოზიცია ცნობილია

მუნდიალის ერთ-ერთმა აღმოჩენამ ლივერპულის და რეალის ყურადღება მიიპყრო, ბენფიკას პოზიცია ცნობილია
თარიღი 12 დეკ 2022, 22:25
მიმდინარე მუნდიალის ერთ-ერთმა აღმოჩენამ, ენცო ფერნანდესმა, ევროპის ტოპ-კლუბების ყურადღება მიიქცია.

როგორც ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინება, „რეალი“ და ლივერპული არგენტინელი ფეხბურთელით დაინტერესდნენ, მაგრამ ჯერჯერობით მოლაპარაკებები არ დაუწყიათ.

„ბენფიკას“ არ სურს 21 წლის ფეხბურთელის იანვარში გაშვება და ენცოს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევა, თუ სოლიდურ შემოთავაზებას მიიღებს.

როგორც ცნობილია, ფერნანდესის გამოსასყიდი თანხა 120 მილიონ ევროს შეადგენს და თუ რომელიმე კლუბი ამ თანხის გადახდას მოისურვებს, ლისაბონური კლუბი მის წასვლას წინ ვერ აღუდგება.