ზლატანი: "უკვე გაწერილია და ყველამ იცის, რომ მსოფლიო ჩემპიონატს მესი მოიგებს"
ლეგენდარული შვედი ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტს ასახელებს.
იბრას აზრით, უკვე ნათელია, რომ ამ დიდი ფორუმის გამარჯვებული მესი გახდება.
"უკვე გაწერილია და ყველამ კარგად იცის, თუ ვინ გახდება 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული.
ალბათ მიხვდით, რას ვგულისხმობ. მუნდიალს მესი მოიგებს, ეს გაწერილია", - განაცხადა იბრამ.
შეგახსენებთ, რომ მესი და არგენტინა ნახევარფინალურ მატჩს დღეს, ხორვატიის წინააღმდეგ გამართავენ.