3 ფეხბურთელი, რომლის დამატებაც დინამო ბათუმს შეუძლია
"დინამო ბათუმის" პრეზიდენტის, არჩილ ბერიძის თქმით, კლუბში დიდი ცვლილებები იგეგმება და ბევრი ფეხბურთელის მოყვანას აპირებენ.
გთავაზობთ იმ 3 ფეხბურთელის ვინაობას, ვისი დამატებაც ქვეყნის ვიცე-ჩემპიონებს შეუძლიათ.
ცოტნე კაპანაძე
გუშინ უკვე გაცნობეთ, რომ ბათუმელები ახალგაზრდა მარჯვენა მცველის ტრანსფერზე მუშაობენ. კაპანაძე სეზონიდან სეზონამდე პროგრესირებს და "დინამოსთვის" ის დიდი ძალა გახდება.
თორნიკე ოქრიაშვილი
უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოს ნაკრების შემტევი უკლუბოდაა. უცხოეთიდან მას რამდენიმე ვარიანტი აქვს, თუმცა კარგი იქნება, თუ "დინამო ბათუმი" უფრო იაქტიურებს, ოქრიაშვილს სასურველ პირობებს შესთავაზებს და საქართველოში დატოვებს.
ანტონ თოლორდავა
გამოცდილ მცველს "თელავში" ბრწყინვალე სეზონები ჰქონდა. იმის გათვალისწინებით, რომ ბათუმს წელს ცენტრალური მცველის პოზიციაზე პრობლემები ჰქონდა, თოლორდავა კარგი ვარიანტია. სერბეთიდან წამოსვლის შემდეგ, ისიც თავისუფალი აგენტია.