ლეო მესი - ერთი ნაბიჯი საოცნებო მატჩამდე! დღეს მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალია
დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ნახევარფინალი გაიმართება, სულ რაღაც ხუთი დღეც და მუნდიალის 4-წლიანი ლოდინი ხელახლა დაიწყება, რისი გააზრებაც მტკივნეულია, მაგრამ ფაქტს ვერ გაექცევი.
23:00 არგენტინა - ხორვატია
თბილისის დროით საღამოს 11 საათზე ლეო მესი თავისი კარიერის უდიდესი ოცნებისკენ მიმავალ გზაზე მორიგ სერიოზულ ბარიერს გადააწყდება - ალბისელესტეს მეტოქე ბრაზილიის გამანაწყენებელი და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, ხორვატიის ნაკრები იქნება, რომელსაც წინ წინა ჩემპიონატის MVP, ლუკა მოდრიჩი უძღვება ისევ და ისევ.
ორივე გუნდის გზა ნახევარფინალამდე ია-ვარდით მოფენილი ნამდვილად არ ყოფილა. არგენტინამ ტურნირი საუდის არაბეთთან სენსაციური წაგებით დაიწყო, რამაც გუნდის შემდეგ ეტაპზე გასვლის საკითხიც კი ეჭვქვეშ დააყენა, თუმცა დარჩენილ ორ ტურში დამაჯერებელი 2:0 გამარჯვებით სამხრეთამერიკელებმა მაინც მოახერხეს ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება.
რაც შეეხება ხორვატია, გუნდი გარკვეულწილად რომელუ ლუკაკუს უნდა უმადლოდეს, რომ პლეი-ოფის თამაშის საშუალება მიიღო. ჯგუფის ბოლო შეხვედრაში ბელგია - ხორვატიის ლეი მატჩში მერვედფინალისტი ირკვეოდა და გამარჯვების შემთხვევაში, ბელგიელები მეორე ადგილით გადიოდნენ ჯგუფიდან. თუმცა, მეორე ნახევარში ლუკაკუმ 4-5 საოცარი მომენტი გაანიავა, მატჩი კი ფრედ (0:0) დასრულდა და ხორვატებმა ჯგუფიდან გასვლა შეძლეს.
შემდეგ იყო ორივე გუნდის დრამატული პლეიოფი და ბოლომდე დამაჯერებელი არცერთი ნაკრები არ ყოფილა - არგენტინამ ჯერ იყო და ლამის ავსტრალიასთან გაანიავა ორბურთიანი უპირატესობა, როცა ბოლო წამებზე გუნდი ანგარიშის გათანაბრებას ემი მარტინესმა გადაარჩინა, შემდეგ კი ჰოლანდიასთან ეს მაინც გააკეთა - 2:0 წაყვანის შემდეგ ყურადღება მოადუნა, ლუი ვან გაალმა კი მაღლების შემოყვანით საჰაერო უპირატესობა მოიპოვა და 14 წუთში ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხა.
საბოლოოდ, ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, სადაც მარტინესმა თავის სტილში ორი დარტყმა მოიგერია და ლეო მესის ოცნება ცოცხალი დატოვა.
ხორვატიაზე რა უნდა ვთქვთ, რომ გითხრათ, ძირითად დროში მსოფლიო ჩემპიონატზე მოიგესო, დაიჯერებთ? ხოდა, არც უნდა დაიჯეროთ, იმიტომ რომ წინა მუნდიალის მსგავსად, გუნდი აქაც ბოლომდე ბრძოლით არის გამორჩეული - გუნდმა ორივე ეტაპი პენალტების სერიაში გამარჯვებით გაიარა, ჯერ იაპონიასთან, შემდეგ კი ბრაზილიასთან. გერმანიის შემდეგ ხორვატია ერთადერთი ნაკრებია, რომელსაც მუნდიალზე მინიმუმ 4 პენალტების სერია აქვს ნათამაშები და არასდროს არ წაუგია.
LM10 VS LM10 - სწორედ ასეთი ეპითეტებით შეარქვეს იმ ორი ფეხბურთელის დღევანდელ დაპირისპირებას, რომლებიც ერთმანეთს კლასიკოშიც ბევრჯერ შეხვედრილან.
ურთიერთშეხვედრები: 5
არგენტინა:2
ფრე: 1
ხორვატია: 2
გოლები: არგენტინა 5, ხორვატია 7
პირველი მატჩი: 1994 წლის 4 ივნისი, არგენტინა 0-0 ხორვატია
უკანასკნელი მატჩი: 2018 წლის 21 ივნისი, არგენტინა 0-3 ხორვატია.
სავარაუდო შემადგენლობები:
არგენტინა: ემილიანო მარტინესი, მოლინა, რომერო, ოტამენდი, ტალიაფიკო, ენცო, დე პაული, მაკ ალისტერი, დი მარია, მესი, ალვარესი
ხორვატია: ლივაკოვიჩი, იურანოვიჩი, გვარდიოლი, ლოვრენი, სოსა, მოდრიჩი, ბროზოვიჩი, კოვაჩიჩი, პაშალიჩი, კრამარიჩი, პერიშიჩი.

ვინ ვერ ითამაშებს: მონტიელი და აკუნია (არგენტინა) - ორივე დისკვალიფიცირებულია გადაჭარბებული ყვითლების გამო.