ავტორიზაცია

ინგლისი მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორ ლეგენდარულ ფეხბურთელს განიხილავს

ინგლისი მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორ ლეგენდარულ ფეხბურთელს განიხილავს
თარიღი 13 Dec 2022, 15:46
ლეგენდალური ინგლისელი ფეხბურთელები ფრენკ ლამპარდი და სტივენ ჯერარდი გარეტ საუთგეიტის შემცვლელად განიხილებიან.

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში საფრანგეთიდან ბრიტანელების დამარცხების შემდეგ (1:2) ცნობილი გახდა, რომ "სამი ლომის" მოქმედ მესაჭემ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს.

ინგლისური ასოციაცია ღიაა საუთგეიტის წასვლის შემთხვევაში უცხოელი სპეციალისტის დანიშვნაზე, მაგრამ უარს არც ადგილობრივ კანდიდატებზე ამბობს. MailSport-ის ინფორმაციით, პრეტენდენტთა სიაში ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები ფრენკ ლამპარდი და სტივენ ჯერარდი არიან.

ლამპარდი ამჟამად "ევერტონში" მუშაობს, რომელთანაც კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, ჯერარდი კი "ასტონ ვილადან" გათავისუფლების შემდეგ უგუნოდაა.