ავტორიზაცია

მესი - ალვარესის სპექტაკლი და სრულფასოვანი რევანში ხორვატიასთან - არგენტინა ფინალშია!

მესი - ალვარესის სპექტაკლი და სრულფასოვანი რევანში ხორვატიასთან - არგენტინა ფინალშია!
თარიღი 14 დეკ 2022, 00:55
მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ნახევარფინალში ბრძოლა ვერ შედგა.

ფინალისთვის ბრძოლაში ერთმანეთს არგენტინის და ხორვატიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ და გამარჯვება სამხრეთამერიკული გუნდის გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

ანგარიში 34-ე წუთზე ლეო მესიმ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა, 39-ზე ხულიან ალვარესმა სხვაობა ორამდე გაზარდა, 69-ზე კი მატჩის ბოლო გოლი კვლავ ამ ორმა შექმნა - მესიმ ბრწყინვალე რეიდი განახორციელა და ალვარესს ცარიელ კარზე გაატანინა.

ამრიგად, არგენტინამ ხორვატიასთან 2018 წელს 0:3 წაგებისთვის სრულფასოვანი რევანში აიღო და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ან მაროკოს ნაკრები იქნება, ან საფრანგეთის, ეს ორი გუნდი ერთმანეთში საქმეს უკვე დღეს, 14 დეკემბერს გაარკვევს.