ავტორიზაცია

დღეს მეორე ფინალისტი გაირკვევა - არგენტინის ნაკრები მეტოქის მოლოდინშია

დღეს მეორე ფინალისტი გაირკვევა - არგენტინის ნაკრები მეტოქის მოლოდინშია
თარიღი 14 დეკ 2022, 15:31
დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთი და მაროკო დაუპირისპირდებიან. გუშინ, არგენტინის ნაკრებმა ხორვატებს სძლია და ფინალის საგზური მოიპოვა.

მაროკო - საფრანგეთი 23:00

მხოლოდ სამუელ ეტოო თუ იფიქრებდა, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მაროკოს ნაკრები ნახევარფინალამდე მივიდოდა, თან ისე, რომ გოლიც არ გაუშვიათ, ერთი გაუშვეს და ისიც საკუთარ კარში გაიტანეს. მაროკოს ნაკრებმა ჯგუფში ბელგია ჩატოვა და 1/8 ფინალში ერთ-ერთ ფავორიტ ესპანეთს სძლიეს, შემდეგ კი პორტუგალია გამოთიშეს ასპარეზობას.

მაროკო გახდა პირველი აფრიკული ნაკრები ისტორიაში, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. ზიეჩი-ჰაკიმის დუეტი დიდებულად გამოიყურება და მზად არიან, მორიგი დიდი სენსაცია დააფიქსირონ.

როგორც მოსალოდნელი იყო, საფრანგეთის ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, 1/8 ფინალში პოლონეთ არ დაინდო, 1/4 ფინალში კი ინგლისს მძიმე ბრძოლაში სძლია და ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონობას.

მიუხედავად დიდი დანაკლისებისა, დიდიე დეშამმა შეძლო და საფრანგეთის ნაკრები მაინც იმ დონეზე ათამაშა, როგორსაც გულშემატკივარი მოელოდა.

ურთიერთშეხვედრები

საფრანგეთი: 1
ფრე: 1
მაროკო: 0
გოლები: საფრანგეთი 3, მაროკო 2

სავარაუდო შემადგენლობები

მაროკო: ბონო, ჰაკიმი, ელ იამიქი, საისი, ატიატ-ალა, ამლაჰი, ამრაბატი, უნაჰი, ბუფალი, ელ-ნესირი, ზიეჩი

საფრანგეთი: ლორისი, კუნდე, ვარანი, უპამეკანო, ერნანდესი, ჩუამენი, რაბიო, დემბელე, გრიზმანი, მბაპე, ჟირუ

ვერ ითამაშებს: შედირა, ბენზემა, ლ.ერნანდესი