როგორია საფრანგეთი - არგენტინის ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა, მუნდიალებზე და ზოგადად?

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს საფრანგეთის და არგენტინის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
მუნდიალების ისტორიაში ეს ორი გუნდი ერთმანეთს მეოთხედ შეხვდება.
აქამდე, ამ ტურნირზე საფრანგეთისა და არგენტინის გზები სამჯერ გადაიყარა - 1930 (1:0) და 1978 (2:1) წლებში გამარჯვება სამხრეთამერიკულ გუნდს დარჩა.
2018 წელს კი საფრანგეთმა ჩამორჩენა შეამცირა და მერვედფინალურ შეხვედრაში 4:3 იმარჯვა.
მთლიანობაში ეს ორი გუნდი ისტორიაში ერთმანეთს 13-ჯერ შეხვდა, აქედან 7 მატჩი არგენტინამ მოიგო, 3 საფრანგეთმა, კიდევ სამი მატჩი კი ფრედ დასრულდა.