ავტორიზაცია

აურელიენ ჩუამენი: "გრიზმანმა მესის მსოფლიოში საუკეთესო უწოდა? იმედი მაქვს, მომდევნო მატჩში კილიანი გრიზმანს დაუმტკიცებს, რომ ცდება"

აურელიენ ჩუამენი: "გრიზმანმა მესის მსოფლიოში საუკეთესო უწოდა? იმედი მაქვს, მომდევნო მატჩში კილიანი გრიზმანს დაუმტკიცებს, რომ ცდება"
თარიღი 15 დეკ 2022, 14:39
საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველი აურელიენ ჩუამენი ლიონელ მესის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად არ თვლის.

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი იმედოვნებს, რომ კილიან მბაპე არგენტინის წინააღმდეგ მუნდიალის ფინალში დაამტკიცებს, რომ ის მესიზე უკეთესია.

"გრიზმანმა მესის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა? მე საუკეთესოდ კილიან მბაპეს მიმაჩნია. იმედი მაქვს, მომდევნო მატჩში კილიანი გრიზმანს დაუმტკიცებს, რომ ცდება. “, - განაცხადა ჩუამენმა. 

მესი და მბაპე ამჟამად მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირები არიან 5-5 გოლით. 

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი 18 დეკემბერს გაიმართება.