დი მარიამ შესაძლოა იუვენტუსი იანვარში დატოვოს
არგენტინის ნაკრების და "იუვენტუსის" ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ შესაძლოა იტალიური კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვოს, იტყობინება Tuttosport.
წყაროს ცნობით, 34 წლის ფეხბურთელს MLS-ის და მშობლიური არგენტინის კლუბებიდან შემოთავაზებები აქვს.

დი მარიას მოქმედი კონტრაქტი "ბებერ ქალბატონთან" 2023 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. Transfermarkt-ი არგენტინელის ღირებულებას 10 მილიონ ევროდ აფასებს.
შეგახსენებთ, რომ დი მარია "იუვენტუსში" გასულ ზაფხულს ფრანგული "პსჟ"-დან გადავიდა. მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა ტურინულ გუნდში 10 მატჩის ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.