ბარსელონას ალვარესის დამატება გასულ ზამთარში შეეძლო, მაგრამ საბოლოოდ ობამეიანგი აირჩია
მანჩესტერ "სიტის" თავდამსხმელი ხულიან ალვარესი შესაძლოა "ბარსელონაში" გასულ ზამთარში გადასულიყო.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბლაუგრანა" ახალგაზრდა არგენტინელის ტრანსფერს მიმდინარე წლის იანვარში სერიოზულად განიხილავდა.
წყაროს ცნობით, "ბარსელონამ" ალვარესი არ გააფორმა, რადგან მათ ეჭვი ეპარებოდათ ფეხბურთელის უნარში, რომ "კამპ ნოუზე" წარმატებით ეთამაშა. შედეგად, კლუბმა აირჩია უფრო გამოცდილი პიერ-ემერიკ ობამეიანგი, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატეს.
შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ "სიტიმ" ალვარესი გასულ ზამთარში შეიძინა და სეზონის ბოლომდე "რივერ პლეიტში" დატოვა. მიმდინარე სეზონში 22 წლის არგენტინელმა ინგლისის პრემიერ ლიგაში სამი გოლი გაიტანა.