ფერნანდუ სანტუში პორტუგალიის ნაკრებიდან გაუშვეს - როგორი სტატისტიკით დატოვა გუნდი პორტუგალიელმა?
ფერნანდუ სანტუში პორტუგალიის ნაკრებიდან გაათავისუფლეს.
A Bola-ს ინფორმაციით, 68 წლის სპეციალისტს დაკავებული თანამდებობა წარუმატებელი მუნდიალის გამო დაატოვებინეს, მისი კონტრაქტი ნაკრებთან 2024 წლამდე იყო გათვალისწინებული.
სანტუში ნაკრებს 2014 წლიდან ედგა სათავეში და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2016 წლის ევრო და 2019 წლის ერთა ლიგა მოიგო.
მსოფლიო ჩემპიონატებზე სანტუშმა ნაკრები ორჯერ გაიყვანა - 2018-ში მერვედფინალში დამარცხდა, 2022-ში კი - მეოთხედფინალში. პირველად ურუგვაისთან, წელს კი მაროკოსთან.
პორტუგალიის სათავეში სანტუშმა 109 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 67 გამარჯვება მოიპოვა, 19-ჯერ დამარცხდა და 23 ფრე ითამაშა.