მაროკოს მწვრთნელი: "მბაპე ახალი პელეა და იმედია, ამ მსოფლიოსაც ის მოიგებს"
მაროკოს ნაკრების მწვრთნელი, ვალიდ რედრაგი საფრანგეთის ნაკრების ლიდერს, კილიან მბაპეს, ფეხბურთის ახალ მეფედ მიიჩნევს.
„მბაპე არის ახალი პელე, რომელიც მის მიღწევებს უახლოვდება და იმედი მაქვს, ამ მსოფლიოსაც მოიგებს.
იმედია, მასზე ზედმეტად დიდი ზეწოლა არ წამოვა. თუ საფრანგეთი მოიგებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაროკომ მსოფლიო ჩემპიონთან წააგო.
დაბალანსებულ ფინალს ველოდები, არგენტინამ თავდაჯერება მოიმატა, მათ მესი ჰყავთ, რომელიც თავს საუკეთესო მხრიდან იჩენს. საფრანგეთი თავს კარგად იცავს და მარტივად ეგუება იმას, რომ ბურთი არ აქვს, მაგრამ სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს. ვფიქრობ, შანსები თანაბარია.“ - აღნიშნა მუნდიალის ნახევარფინალისტი ნაკრების მწვრთნელმა.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი კვირას, 18 დეკემბერს, 19:00 საათზე გაიმართება.