ავტორიზაცია

განგაშის ზარი არგენტინაში?! ლეო მესიმ ფინალამდე ორი დღით ადრე ვარჯიში გამოტოვა

განგაშის ზარი არგენტინაში?! ლეო მესიმ ფინალამდე ორი დღით ადრე ვარჯიში გამოტოვა
თარიღი 15 Dec 2022, 23:08
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე ორი დღით ადრე, ლეო მესიმ არგენტინის ნაკრების ვარჯიში გამოტოვა.

თავდამსხმელმა დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიიღო. მოედანზე ხორვატიასთან უთამაშებელი ან ცვლილებაზე შემოსული ფეხბურთელები ვარჯიშობდნენ, სასტარტოს წევრებმა კი სატრენაჟორო დარბაზში მუშაობდნენ.

ვარჯიშის მიწურულს ძირითადი თერთმეტეულიც მოედანზე გავიდა, თუმცა მესი არ გამოჩენილა - პირველადი ვარაუდით, მას მარჯვენა ბარძაყის ზედა ნაწილის დისკომფორტი აქვს, რომელიც მან ხორვატებთან მატჩის მსვლელობისას იგრძნო.

„პსჟ-ს“ ფეხბურთელის ტრავმის დაზიანების დონე ცნობილი არ არის, მაგრამ არგენტინის ნაკრებში ეჭვი არ ეპარებათ, რომ ლეო საფრანგეთთან 18 დეკემბერს გასამართ მატჩში მონაწილეობას მიიღებს.