ავტორიზაცია

მალდინი: "შარშანდელი სკუდეტოს მოგებას ჩვენი პროექტი არ ითვალისწინებდა"

მალდინი: "შარშანდელი სკუდეტოს მოგებას ჩვენი პროექტი არ ითვალისწინებდა"
თარიღი 15 დეკ 2022, 23:16
„მილანის“ ტექნიკურმა დირექტორმა, პაოლო მალდინიმ, გუნდის მიზნებზე ისაუბრა.

„სასუოლოსთან ბოლო ტურის მატჩში დაიხურა სამწლიანი პროექტი, რომელზეც 2019 წლიდან ვმუშაობდით. ეს პროექტი არ ითვალისწინებდა ჩემპიონობას - მხოლოდ მისთვის ბრძოლას.

რა თქმა უნდა, საუბარი „მილანზეა“ და ამიტომ მხოლოდ სკუდეტოთი ვერ დავკმაყოფილდებით - ცოტა უფრო ამბიციურები უნდა ვიყოთ.

შეგვიძლია, თავი ოთხ ტურნირზე გამოვიჩინოთ, რომელშიც ვმონაწილეობთ. „მილანი“ გამარჯვებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

ვიცით, რომ ჩემპიონთა ლიგა - ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია, მაგრამ მისი მოგება ყველაზე რთულია. ჩვენ წინ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ. „ტოტენჰემთან“ თებერვლის მატჩი ბევრ რამეს გვეტყვის, როგორი იქნება ჩვენი გზა ტურნირზე.“ - აღნიშნა მალდინიმ.