ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი არასრულწლოვნებს შორის - TOP 5
მადრიდის „რეალმა“ დღეს „პალმეირასის“ 16 წლის ფორვარდის, ბრაზილიელი ენდრიკის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
ფეხბურთელისთვის „რეალის“ გარდა „ბარსელონა“, „პსჟ“, „ჩელსი“ და სხვა ევროპული გრანდები იბრძოდნენ.
„პალმეირასმა“ საკუთარი ვუნდერკინდის გაყიდვით 72 მილიონი ევრო გამოიმუშავა, ყველანაირი ბონუსის გათვალისწინებით. აქედან, კლუბი 35 მილიონს ფიქსირებულად მიიღებს, დანარჩენი თანხა კი მრავალი გზის ბონუსით იქნება გამომუშავებადი.
როგორც Transfermarkt იტყობინება, ენდრიკი 18 წლამდე ფეხბურთელებს შორის ყველაზე ძვირადღირებული გახდა და თავისი თანამემამულეები, ვინისიუსი და როდრიგო ჩამოიტოვა, რომლებიც ამ სიაში მე-2 და მე-3 ადგილს იკავებენ 45 მილიონით.
მეოთხე ადგილზე პორტუგალიელი ფაბიუ სილვაა, რომელიც „პორტუდან“ „ვულვზში“ 40 მილიონად გადავიდა, მეხუთეზე ლუკ შოუ, რომელშიც „მან იუნაიტედმა“ „საუთჰემპტონს“ 37 მილიონ ევროზე მეტი გადაუხადა.

ცნობისთვის, ენდრიკი „რეალს" 2024 წლის 1 ივლისიდან შეუერთდება და მისი კონტრაქტი ძალაში 2030 წლამდე იქნება.