ცნობილი გახდა, ითამაშებს თუ არა ჟირუ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში
საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელს, ოლივიე ჟირუს, არგენტინასთან მატჩამდე ტრავმის მოშუშებისთვის საკმარისი დრო ექნება.
Europe 1-ის ცნობით, ჟირუს პრობლემა უმნიშვნელო აღმოჩნდა - არგენტინასთან ფინალურ მატჩში თავდამსხმელის მონაწილეობას არაფერი ემუქრება.
36 წლის ფეხბურთელმა, რომელიც მაროკოსთან ნახევარფინალური შეხვედრის (2:0) 65-ე წუთზე შეცვალეს, მუხლის ტკივილი იგრძნო, რაც საფრანგეთის ნაკრების გულშემატკივრისთვის ცუდი სიახლე იყო.
ფინალური მატჩი საფრანგეთსა და არგენტინას შორის 18 დეკემბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ოლივიე ჟირუმ ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხი გოლი გაიტანა.