ავტორიზაცია

"ის მზადაა გუნდის გულისთვის თავი გასწიროს "- ტოტიმ სერია A-ს საუკეთესო ფორვარდი დაასახელა

"ის მზადაა გუნდის გულისთვის თავი გასწიროს "- ტოტიმ სერია A-ს საუკეთესო ფორვარდი დაასახელა
თარიღი 16 დეკ 2022, 09:07
იტალიის ნაკრების და "რომას" ყოფილმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო ტოტიმ, მისი აზრით სერია A-ს საუკეთესო თავდამსხმელი დაასახელა.

"ვფიქრობ, ეს ვიქტორ ოსიმენია. ის ყოველთვის სწორ ადგილას არის. ბურთის მიღების შემდეგ ის აუცილებლად გაიტანს გოლს, თანაც მზადაა გუნდის გულისთვის თავი გასწიროს.

რაც შეეხება ვლახოვიჩს, მას დრო სჭირდება. ადრე თუ გვიან, ის თავის ხმამაღალ სიტყვას აუცილებლად იტყვის. “, -  თქვა ფრანჩესკო ტოტიმ.