ავტორიზაცია

დასაფასებელი საქციელი: ზიეჩი 2022 წლის მსოფლიო თასიდან გამომუშავებულ ბონუს თანხას ქველმოქმედებას მოახმარს

დასაფასებელი საქციელი: ზიეჩი 2022 წლის მსოფლიო თასიდან გამომუშავებულ ბონუს თანხას ქველმოქმედებას მოახმარს
თარიღი 16 დეკ 2022, 09:49
მაროკოს ნაკრების ლიდერმა ჰაკიმ ზიეჩმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობისთვის მიღებული თანხა ქველმოქმედებას გადასცა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ხალედ ბეიდუნმა განაცხადა.

29 წლის გარემარბმა მთელი ბონუს თანხა ქველმოქმედებაში დახარჯა, რომელიც 325 000 დოლარს შეადგენდა.

აღნიშნულია, რომ ჰაკიმის მყარი გადაწყვეტილებაა, რომ ქვეყნის ნაკრებში სათამაშოდ მიღებული ბონუსები არ მიიღოს. ასეთი მატჩებიდან მთელ შემოსავალს ის გაჭირვებულებს ურიგებს.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მაროკოს ნაკრები ნახევარფინალში გავიდა, სადაც საფრანგეთის ნაკრებთან დამარცხდა. მესამე ადგილის მატჩში აფრიკელები 17 დეკემბერს ხორვატიას დაუპირისპირდებიან.