ავტორიზაცია

კიკე სეტიენი: "ოსიმენი, კვარაცხელია და კიმი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან"

კიკე სეტიენი: "ოსიმენი, კვარაცხელია  და კიმი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან"
თარიღი 16 დეკ 2022, 14:34
ესპანური "ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა "ნაპოლისთან“ ამხანაგური მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

მან ნეაპოლური კლუბის და მისი გამორჩეული ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა.

„ყოველთვის სასიამოვნოა დიდი ტრადიციებისა და ისტორიის სცენაზე დაბრუნება. ალბიოლი და რეინა ბედნიერები არიან, რომ ნეაპოლში ბრუნდებიან, რადგან შესანიშნავი მოგონებები აკავშირებთ.

სპალეტი ძალიან მომწონს, მას ჩვენი მსგავსი სათამაშო სტილი აქვს. შეტევას სხვადასხვა გზით ცდილობს და ბევრი ვარიანტი აქვს. ოსიმენი, კვარაცხელია  და კიმი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან, როლებიც მუდმივად იზრდებიან. “, - თქვა სეტიენმა.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლის“ და "ვილიარეალის“ ამხანაგური მატჩი 17 დეკემბერს  გაიმართება.