სერხიო ბუსკეტსმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
"ბარსელონას" ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ესპანეთის ნაკრებში აღარ ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ 34 წლის ნახევარმცველმა ესპანეთის ნაკრების რიგებში ევრო 2012 და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.
ახალი მწვრთნელის, ლუის დე ლა ფუენტეს სურვილის იყო, ბუსკეტსი ნაკრებში მინიმუმ 2024 წლამდე დარჩენილიყო, თუმცა გამოცდილმა ნახევარმცველმა სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს თქმით, ესპანელს უახლოეს მომავალში საკლუბო მომავლის გადაწყვეტაც მოუწევს. მოთამაშეს შეუძლია "ბარსელონასთან" კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივოს, მაგრამ ამავდროულად, მას იზიდავს MLS-ში გადასვლის შესაძლებლობა.