ავტორიზაცია

იქ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ - დინამო ბათუმმა ტრანსფერი განახორციელა

იქ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ - დინამო ბათუმმა ტრანსფერი განახორციელა
თარიღი 16 დეკ 2022, 22:11
საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა "დინამო ბათუმმა" ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო და ახალ ფეხბურთელებს იმატებს.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, 21 წლის ცენტრალური მცველი ივა გელაშვილი კარიერას აჭარულ კლუბში გააგრძელებს.

მოგეხსენებათ, გასულ სეზონში "დინამო ბათუმს" ამ პოზიციაზე პრობლემები ჰქონდა და გაძლიერება სწორედ დაცვით დაიწყო.

გელაშვილი ბოლოს ბოლნისის "სიონში" გამოდიოდა, ის საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წევრიცაა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენივე ინფორმაციით, ბათუმელები აქტიურ მოლაპარაკებებს 21-წლამდე ნაკრების კიდევ ერთ ფეხბურთელთან, ცოტნე კაპანაძესთან აწარმოებენ.

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი