"ვწუხვარ, რომ წასვლა მოგიწევს", - ბენზემას აზრით, დეშამმა მას ნაკრების დატოვება აიძულა
კარიმ ბენზემა დიდიე დეშამის მის მიმართ დამოკიდებულებით საშინლად უკმაყოფილოა.
Libertad Digital-ის ინფორმაციით, „რეალის“ ფორვარდი ტრავმის დადასტურების შემდეგ ნაკრების განკარგულებას არ აპირებდა.
მადრიდულ კლუბში ამტკიცებენ, რომ ბენზემა კლუბის ბაზაზე გამოცხადებისა და ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ, სამ დღეში გამოკეთდა, 15 დეკემბერს კი მან უკვე „ლეგანესთან“ ამხანაგურ, 60-წუთიან მატჩში მიიღო მონაწილეობა ყველანაირი შეზღუდვის გარეშე. „რეალში“ სჯერათ, რომ კარიმს ტრავმის მოშუშება ჯგუფური ეტაპის დასრულებისთვის შეეძლო, შესაბამისად პლეი-ოფში ის უკვე თავისუფლად ითამაშებდა.
34 წლის ფორვარდის თქმით, დეშამი მასთან მივიდა და უთხრა: „კარიმ, ვწუხვარ, რომ წასვლა მოგიწევს.“ წყარო აზუსტებს, რომ ფორვარდისთვის ეს იყო მინიშნების ტოლფასი, თითქოს მწვრთნელი მას ეუბნებოდა, რომ არ სჭირდება. ამიტომ, ბენზემამ ნაკრების განკარგულების დატოვება გადაწყვიტა.