ევრა: "არ გამიკვირდება, კრიშტიანუმ კარიერა რომ დაასრულოს"
კრიშტიანუ რონალდუს ექს-თანაგუნდელმა და მეგობარმა, პატრის ევრამ განაცხადა, რომ პორტუგალიელის კარიერის დასრულება არ გაუკვირდება.
„რონალდუსთან მომავალი არ განმიხილავს, უფრო ოჯახებზე და ცხოვრებაზე ვილაპარაკეთ. არ ვიცი, რას აპირებს. არც ის ვიცი, დაასრულებს თუ არა კარიერას. ზოგჯერ, როცა ზედმეტად დიდი კრიტიკა გხვდება, განსაკუთრებით კარიერის ბოლოს, ფიქრობ: „კარგი, ვფიქრობ, დროა დავამთავრო.“
განსაკუთრებით როცა ნაკრების სასტარტოშიც ვერ ხვდები. კრიშტიანუ კარგი ფორმის შენარჩუნეაბს სწორედ ნაკრებისთვის და მსოფლიო ჩემპიონატისთვის ცდილობდა. ამ ტურნირის მოგება მისი ოცნება იყო, ახლა კი ეს ოცნება წარსულშია.
არ ვაპირებ კრიშტიანუს ნაცვლად ლაპარაკს, მაგრამ არ გამიკვირდება, თუ ის კარიერას დაასრულებს.“ - აღნიშნა ფრანგმა.