რივალდო: "ბრაზილიის ნაკრებში უცხოელი მწვრთნელის მოყვანა - უპატივცემლობაა"
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რივალდომ, ნაკრების მთავარ მწვრთნელად უცხოელი სპეციალისტის დანიშვნის ვარიანტ გამოეხმაურა.
პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიის ნაკრები შესაძლოა ზინედინ ზიდანმა, პეპ გვარდიოლამ ან კარლო ანჩელოტიმ ჩაიბარონ.
„ამას კატეგორიულად არ ვეთანხმები. უცხოელი მწვრთნელის დაპატიჟებაზე ფიქრი - ბრაზილიელი სპეციალისტების მიმართ უპატივცემლობაა.
მიმაჩნია, რომ ჩვენ აქაც გვყავს კარგი მწვრთნელები, რომლებსაც ნაკრების გაწვრთნა და კარგი შედეგების დადება შეუძლიათ. უცხოელი მწვრთნელი არ არის გარანტია იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონები გავხდებით.
უცხოელები - ეჭვგარეშეა, კარგი სპეციალისტები არიან, მაგრამ ბრაზილიის ნაკრები არის ჩვენი, ეროვნული. მას უნდა ხელმძღვანელობდეს ის, ვის ძარღვებშიც ბრაზილიური სისხლი ჩქეფს.
ყველაზე მთავარი კი ფეხბურთელები არიან, ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ, თავდაჯერება შევმატოთ და გამოვაცოცხლოთ.“ - აღნიშნა რივალდომ.