საქართველოს ნაკრები საშინაო მატჩს ბათუმში გამართავს
2023 წლის მარტში, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს გამართავს.
პირველ საშინაო შეხვედრას ჩვენი ნაკრები ნორვეგიის წინააღმდეგ ჩაატარებს.
ჩვენი ინფორმაციით, 28 მარტს გასამართი შეხვედრა არა თბილისში, არამედ ბათუმში, "ბათუმი არენაზე" გაიმართება.
საქმე იმაშია, რომ ახალი წლიდან "დინამო არენას" რეკონსტრუქცია იწყება, რის გამოც სტადიონი რამდენიმე თვით იხურება.
შეგახსენებთ, რომ ნორვეგიის გარდა ჩვენს ჯგუფში ესპანეთის, შოტლანდიისა და კვიპროსის ნაკრებებიც არიან.