ოფიციალურად: დინამო ბათუმი კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა
ბენჟამინ ტეიდის წასვლის შემდეგ, "დინამო ბათუმი" ოფიციალურად კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა.
31 წლის სერბი ლეგიონერი მილან რადინი აჭარულ კლუბს დაემშვიბობა და სამშობლოში დაბრუნდა.
რადინი კარიერას "ბაცკა ტოპოლაში" გააგრძელებს, კლუბმა ის უკვე წარადგინა.
ეროვნული ლიგის გასულ სეზონში რადინმა "დინამო ბათუმში" 28 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.