ავტორიზაცია

დეშამი: "არგენტინამ თუ რაღაც ახლის შემოთავაზება გადაწყვიტა, ჩვენ შეგვიძლია მაროკოს მივბაძოთ"

დეშამი: "არგენტინამ თუ რაღაც ახლის შემოთავაზება გადაწყვიტა, ჩვენ შეგვიძლია მაროკოს მივბაძოთ"
თარიღი 17 Dec 2022, 22:32
საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, არგენტინასთან მოახლოვებულ ფინალზე ისაუბრა.

ფრანგმა სპეციალისტმა უპასუხა შეკითხვას, თუ რამდენად განსხვავდება არგენტინის ეს ნაკრები იმისგან, რომელსაც მისი გუნდი 2018 წლის მუნდიალზე მერვედფინალში დაუპირისპირდა და 4:3 მოუგო.

„თუ არ ვცდები, დღეს ნაკრებში მხოლოდ შვიდი ფეხბურთელია, რომელიც 2018 წელსაც თამაშობდა. ეს აშკარად არ არის იგივე გუნდი, ამიტომ შედარებას აზრი არ აქვს. თანაც ის იყო მერვედფინალი და იქ იყვნენ სხვა ფეხბურთელები.

მეორე მხრივ, ექვსი მატჩი, რომელიც მათ სხვადასხვა სქემებითა და ფეხბურთელებით ჩაატარეს, დაგვეხმარება. სამმა ჩვენმა დამკვირვებელმა ყველა ეს შეხვედრა ნახეს და უფრო ზუსტი ინფორმაციის მოპოვებაში დაგვეხმარებიან.

ხვალ რომ არგენტინამ რაღაც ახლის შემოთავაზებ გადაწყვიტოს, ჩვენ, ალბათ, მაროკოს ნახევარფინალურ მაგალითს მივყვებით, რომელიც ჩვენთან მატჩზე ხუთი მცველით გამოვიდა, როცა იქამდე ეს არ გაუკეთებია. ჩვენ ყველა სიტუაციისთვის მზად უნდა ვიყოთ.“ - აღნიშნა დეშამმა.