ავტორიზაცია

გარეტ საუთგეიტმა ინგლისის ნაკრებში დარჩენა გადაწყვიტა

გარეტ საუთგეიტმა ინგლისის ნაკრებში დარჩენა გადაწყვიტა
თარიღი 18 Dec 2022, 02:57
ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეტ საუთგეიტმა ინგლისის ნაკრებში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან მეოთხედფინალში საფრანგეთთან გამოვარდნის შემდეგ, 52 წლის სპეციალისტმა ინგლისის ნაკრების დატოვება განიხილა, თუმცა მუშაობის გაგრძელება გადაწყვიტა, იუწყება Telegraph. 

ამგვარად, თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, საუთგეიტი "სამი ლომის" სათავეში  კიდევ ერთ დიდ ტურნირს - 2024 წლის ევროპის ჩემპიონატს ჩაატარებს.

გარეტ საუთგეიტის ამჟამინდელი კონტრაქტი 2024 წლის დეკემბრამდეა ძალაში. ის ინგლისის ნაკრებს 2016 წლიდან ხელმძღვანელობს.