ავტორიზაცია

4 წლის განმავლობაში პირველად - გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა

4 წლის განმავლობაში პირველად - გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა
თარიღი 18 Dec 2022, 14:59
ავტორიტეტულმა გერმანულმა სააგენტომ Transfermarkt-მა ამჯერად სლოვაკეთის ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასები განაახლა. 

საქართველოს ნაკრების და ბრატისლავის "სლოვანის" 23 წლის ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება 200 000-ით გაიზარდა და 2.2 მილიონ ევროს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის დეკემბერში ჩაკვეტაძის ფასი 9 მილიონ ევროს შეადგენდა. მას შემდეგ ქართველი ფეხბურთელის ფასი მუდმივად იკლებდა.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძემ სლოვაკეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. კონფერენს ლიგის 6 თამაშში კი თავი ოთხი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.