გარი ლინეკერი: "მესი ფეხბურთის ღმერთების საჩუქარია"
ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად, საფეხბურთო ექსპერტმა გარი ლინეკერმა სოციალურ ქსელში ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინელი თავდამსხმელის ლიონელ მესის თამაშზე ისაუბრა.
ლინეკერმა აღნიშნა, რომ არგენტინელი ფეხბურთელის თამაშის ყურება თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში პრივილეგია იყო. ექსპერტმა აღნიშნა, რომ მესი ფეხბურთის ღმერთების ნამდვილი საჩუქარია.
„აბსოლუტური პრივილეგია იყო ლიონელ მესის ყურება თითქმის 2 ათწლეულის განმავლობაში. მომხიბლავი, თვალწარმტაცი მხიარული ფეხბურთის წამი. ის ფეხბურთის ღმერთების საჩუქარია

ძალიან სასიამოვნო იყო იმის ნახვა, რომ ლეომ ჩვენი სპორტის მთავარი პრიზი აღმართა. ვულოცავ ჩემპიონს. “, - დასძინა ლინეკერმა.
შეგახსენებთ, რომ 35 წლის მესიმ კარიერაში პირველად მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი არგენტინის ნაკრებთან ერთად. ფინალურ მატჩში არგენტინამ ფრანგებს პენალტების სერიაში მოუგო.