ავტორიზაცია

რონალდუს და მუნდიალის შესახებ: "ეს იყო ყველაზე ცუდი მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში"

რონალდუს და მუნდიალის შესახებ: "ეს იყო ყველაზე ცუდი მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში"
თარიღი 19 Dec 2022, 16:34
პორტუგალიელი თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს დამ, კატია ავეირომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე ისაუბრა.

"ეს იყო ყველაზე ცუდი მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში. მაგრამ მას შესანიშნავი ფინალი ჰქონდა. ეს იყო დიდი მატჩი. ვულოცავ არგენტინას. მბაპე წარმოუდგენელი იყო. მას საოცარი მომავალი ელის. “, - წერს ავეირო სოციალურ ქსელში.

არგენტინა რომელმაც საფრანგეთი დაამარცხა (3:3, 4:2 პენალტები) ისტორიაში მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

რაც შეეხება პორტუგალიის ეროვნულ გუნდს, რონალდუმ და კომპანიამ მუნდიალი მეოთხედფინალურ ეტაპზე მაროკოსთან მარცხის (0:1) შედეგად დატოვეს.