ავტორიზაცია

3 არგენტინელი, 3 ფრანგი - Goal.Ge-ს მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლური თერთმეტეული

3 არგენტინელი, 3 ფრანგი - Goal.Ge-ს მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლური თერთმეტეული
თარიღი 19 Dec 2022, 22:00
მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, Goal.Ge-ს გუნდმა ჩვენი ვერსიით ტურნირის სიმბოლური თერთმეტეული შევადგინეთ და გვსურს, რომ წარმოგიდგინოთ.

ჩვენი წარმოსახვითი თერთმეტეული 4-1-2-1-2 ტაქტიკით, ანუ ფლანგების გარეშე და ცენტრში რომბით ითამაშებდა, სადაც ლუკა მოდრიჩი და ენცო ფერნანდესი ცენტრალური ნახევარმცველები არიან, ამრაბატი გამოკვეთილი საყრდენი, ანტუან გრიზმანი კი თავისუფალი მხატვარი.

შეიძლება კითხვები ჰარი მაგუაიერმა გაგიჩინოთ, მაგრამ სახელი ნუ მოგატყუებთ, ინგლისელი ამ ტურნირზე ბრწყინვალე იყო და სიმბოლურში მისი მოხვედრაც უცნაური ნამდვილად არ უნდა იყოს. გაიხილებოდა ასევე მაროკოელი საისის დაყენებაც, მაგრამ აფრიკულ გუნდს თერთმეტეულში ორი კაცი დავუტოვეთ და ვფიქრობთ, რომ ეს საკმარისია.

გუნდი კი მთლიანობაში ასე გამოიყურება:

მეკარე: ემილიანო მარტინესი (არგენტინა)

მცველები: აშრაფ ჰაკიმი (მაროკო), ჰარი მაგუაიერი (ინგლისი), იოშკო გვარდიოლი (ხორვატია), ტეო ერნანდესი (საფრანგეთი)

ნახევარმცველები: სოფიან ამრაბატი (მაროკო), ენცო ფერნანდესი (არგენტინა), ლუკა მოდრიჩი (ხორვატია), ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი)

თავდამსხმელები: კილიან მბაპე (საფრანგეთი), ლეო მესი (არგენტინა).

მწვრთნელი: ლიონელ სკალონი (არგენტინა)

სათადარიგო სკამი: ლივაკოვიჩი (ხორვატია), ოტამენდი (არგენტინა), ბელინგემი (ინგლისი), ჟირუ (საფრანგეთი), ხულიან ალვარესი (არგენტინა).