მიღწევების მანქანა - რეკორდები, რომელიც ლეო მესიმ მსოფლიო ჩემპიონატზე დაამყარა
ლეო მესიმ კატარის მუნდიალზე მოგების გარდა თავისი წვლილი დამყარებული რეკორდებითაც დატოვა.
პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 5 სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე მიითვალა საგოლე გადაცემა
ლიონელ მესი ვერ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 5 სხვადასხვა მუნდიალზე შეძლო გოლის გატანა, ეს პატივი კრიშტიანუ რონალდუს ერგო. სამაგიეროდ, არგენტინელი ანალოგიური მიღწევით საგოლე გადაცემებში გამოირჩა. 2006, 2010 და 2014 წლებში მან თითო ასისტი მიითვალა, 2018-ში ორი, 2022-ში კი - სამი.
21 ქულა გოლი + პასის სისტემით
ლეო მესიმ კატარის მუნდიალზე 7 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა. ამ შედეგის დამსახურებით მას მსოფლიო ჩემპიონატებზე 21 გოლი+საგოლე გადაცემა დაუგროვდა, რაც ახალი რეკორდია. ამ მაჩვენებლით ლეომ მიროსლავ კლოზეს, გერდ მიულერს და რონალდოს აჯობა.
ყველაზე მეტი მატჩი და წუთი მსოფლიო ჩემპიონატებზე
ლიონელ მესი გახდა ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა - 26. აქამდე, ლიდერი ლოთარ მატეუსი იყო 25 თამაშით. გარდა ამისა, მესის მუნდიალებზე ყველაზე მეტი ჩატარებული წუთიც დაუგროვდა - 2314. ამ მაჩვენებლით მან პაოლო მალდინი ჩამოიტოვა.
ფინალი მესისთვის კაპიტნის სამკლაურით მე-19 თამაში იყო და არგენტინელმა ამ მაჩვენებლითაც რეკორდი დაამყარა.
ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჯგუფშიც გაიტანა და პლეი-ოფის ყველა მატჩშიც
გასაკვირია, მაგრამ 2022 წლამდე მესის მუნდიალების პლეიოფში არცერთი გოლი არ ჰქონია. კატარში კი მან ჯგუფშიც გაიტანა და პლეი-ოფის ყველა სტადიაზეც - მერვედფინალი, მეოთხედფინალი, ნახევარფინალი და ფინალი. მესიმ თითო გოლი გაუტანა ავსტრალიას, ნიდერლანდებს და ხორვატიას, ფინალში ფრანგებს კი დუბლი შეუსრულა. ჯგუფში, ლეომ მხოლოდ პოლონეთს ვერ გაუტანა, საუდის არაბეთთან და მექსიკასთან კი თავის გამოჩენა შეძლო.
ყველაზე მეტი ოქროს ბურთი
2022 წლის მუნდიალის შედეგად ლეო მესი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ეს მის კარიერაში პირველი ასეთი აღიარება არ არის. ანალოგიური ჯილდო მან 2014 წელსაც მიიღო, როცა არგენტინა ფინალში გერმანიასთან დამარცხდა. მესი გახდა ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ორ სხვადასხვა ჩემპიონატზე შეძლო საუკეთესოობის მოპოვება.
თანმდევი რეკორდები
გარდა ამისა, მესიმ კიდევ რამდენიმე მიღწევა დაამყარა. მას მუნდიალებზე 13 გოლი დაუგროვდა და ის ამ მაჩვენებლით საუკეთესო არგენტინელი გახდა, უკან დიეგო მარადონა და გაბრიელ ბატისტუტა ჩამოიტოვა. ასევე, ლეო გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ ჩემპიონატზე 5 ან მეტი გოლი შეაგდო. ასაკი ვახსენეთ და ლეო გახდა ფინალის ყველაზე ასაკოვანი დუბლის ავტორი.
ბოლო რეკორდი კი ასე გამოიყურება: ლეო მესიმ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე მეტჯერ შეძლო ანგარიშის გახსნა - 7.