57 მილიონი მოწონება - ლიონელ მესის ფოტომ რეკორდი დაამყარა

ლიონელ მესიმ კარიერის მთავარი ოცნება აიხდინა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.


არგენტინელმა ვარსკვლავმა, მსოფლიოს ჩემპიონატის თასთან ერთად გადაღებული ფოტო სოცილაურ ქსელ ინსტაგრამზე განათავსა, რომელმაც ამ მომენტისთვის 57 მილიონზე მეტი მოწონება დააგროვა. ეს კი რეკორდი გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ინსტაგრამის რეკორდი 56 მილიონის მოწონებით კვერცხის ფოტოს ეკუთვნოდა.
