"ისეთი ფეხბურთელის შემთხვევაში, როგორიც კვარაცხელიაა, ამაზე მტკიცებით ფორმაში საუბარი შეუძლებელია "- ვილი სანიოლი
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
"ხვიჩა არის მოთამაშე, რომელსაც ყველა განსაკუთრებულად აკვირდება, რადგან მისი პროგრესი ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში წარმოუდგენელი იყო.
მისგან შედეგიან თამაშს მოველოდი, მაგრამ იმან, რაც კვარაცხელიამ იტალიის სერია A-ში და ჩემპიონთა ლიგაზე შეძლო, ამან ყველა მოლოდინს გადააჭარბა.
რამდენად არის ნაპოლი ხვიჩასთვის შესაფერისი გუნდი? ამ დროისთვის ისე ჩანს, რომ დიახ, თუმცა ისეთი ფეხბურთელის შემთხვევაში, როგორიც კვარაცხელიაა, ამაზე მტკიცებით ფორმაში საუბარი შეუძლებელია.
სადაც არ უნდა თამაშობდეს, მისთვის მთავარია, მწვრთნელის მხრიდან ნდობაა. მას სპალეტისთან მბრწყინვალე ურთიერთობა აქვს და ეს მის ზრდას წაადგება
მან ყველა კომპონენტი კარგად დააბალანსა იმისთვის, რომ ძალიან მაგარი კარიერა აიწყოს. ბევრი ფეხბურთელი ამბობს, რომ სურს, საუკეთესო იყოს, მაგრამ ხშირად, ამისთვის ყველაფერს არ აკეთებენ. ხვიჩა კი ამ ყველაფერს აკეთებს. ",- თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.