ავტორიზაცია

ისკოსთან კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ სევილია უახლოეს საათებში გამოაცხადებს

ისკოსთან კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ სევილია უახლოეს საათებში გამოაცხადებს
თარიღი 20 დეკ 2022, 17:58
მადრიდის "რეალის" ყოფილი ნახევარმცველის ისკოს "სევილიაში" ყოფნა საკმაოდ ხანმოკლე აღმოჩნდა. 

Marca-ს ინფორმაციით, უახლოეს საათებში ანდალუსიური კლუბი ესპანელ ნახევარმცველთან კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ ისკოს "სევილიას" ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. კლუბი არა მხოლოდ უკმაყოფილოა ნახევარმცველის თამაშით ესპანეთის ჩემპიონატის 12 მატჩში ორი საგოლე გადაცემით, ნახევარმცველმა სპორტულ დირექტორ მონჩისთან ჩხუბიც მოახერხა.

კონფლიქტმა ისეთ მდგომარეობამდე მივიდა, რომ ისკო დიდი ალბათობით "სევილიას" ტრანსფერიდან მხოლოდ 5 თვის შემდეგ დატოვებს.

მანამდე ესპანელის მიმართ დაინტერესება "ვულვერჰემპტონმა" გამოხატა, რომელსაც სწორედ "სევილიადან" განთავისუფლებული ხულიან ლოპეტეგი ხელმძღვანელობს.