ავტორიზაცია

ზინედინ ზიდანმა შესაძლოა იუვენტუსს უხელმძღვანელოს

ზინედინ ზიდანმა შესაძლოა იუვენტუსს უხელმძღვანელოს
თარიღი 20 დეკ 2022, 18:49
მადრიდის "რეალის" ყოფილმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა, რომელიც ამჟამად კლუბის გარეშეა, შესაძლოა ტურინის "იუვენტუსს" უხელმძღვანელოს, იტყობინება L'Equipe.

წყაროს ცნობით, 50 წლის სპეციალისტი საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილებოდა. თუმცა, ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის გამოსვლამ ფედერაციის ხელმძღვანელობა დაარწმუნა, რომ ამ პოსტზე მოქმედი მწვრთნელი დიდიე დეშამი დაეტოვებინა.

ზიდანმა მადრიდის რეალი 2021 წლის მაისში დატოვა. ფრანგი სპეციალისტის თაოსნობით "ბლანკოსმ" ორჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და სამჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის "იუვენტუსს" მასიმილიანო ალეგრი ხელმძღვანელობს, რომლის კონტრაქტი ტურინულ კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში. 

იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშების 15 ტურის შემდეგ, "ბებერი ქალბატონი" 31 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს.