ავტორიზაცია

"საბოლოოდ იუვე ვამჯობინე", - პირლომ აღიარა, რომელ გუნდს უთხრა უარი 2011 წელს ტურინში გადასვლამდე

"საბოლოოდ იუვე ვამჯობინე", - პირლომ აღიარა, რომელ გუნდს უთხრა უარი 2011 წელს ტურინში გადასვლამდე
თარიღი 20 დეკ 2022, 22:57
ანდრეა პირლომ ისაუბრა, რომ 2011 წელს „მილანიდან“ „მან სიტიში“ შეეძლო გადასვლა.

„იუვენტუსს, „მან სიტის“ და სხვა დიდ გუნდებს ვესაუბრებოდი, მაგრამ საბოლოოდ ტურინში წასვლა გადავწყვიტე - მათი პროექტი ძალიან კარგი იყო, რათა გამარჯვებების გზაზე დავბრუნებულიყავი.

მათ რამდენიმე რთული წელი ახალი გადატანილი ჰქონდათ, ახალი სტადიონი ააშენეს და ახალ „იუვეს“ აშენებდნენ, სადაც მე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვიქნებოდი. ამიტომ, იქ წასვლა ვარჩიე.“ - აღნიშნა იტალიელმა ექს-ფეხბურთლმა.

„იუვენტუსთან" ერთად პირლომ დიდ წარმატებებს მიაღწია, ზედიზედ 5-ჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელადაც ორჯერ დასახელდა.