ავტორიზაცია

ბაიერნი ნოიერის ერთ-ერთ შემცვლელად იან ზომერს განიხილავს

ბაიერნი ნოიერის ერთ-ერთ შემცვლელად იან ზომერს განიხილავს
თარიღი 20 დეკ 2022, 23:01
„ბაიერნი“ მანუელ ნოიერის შემცვლელის აქტიურ ძიებაში იმყოფება.

Sky Sport-ის ჟურნალსიტის, ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, გლადბახის „ბორუსიას“ და შვეიცარიის მეკარე იან ზომერი ამ ეტაპზე ნოიერის შეცვვლის ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრება, თუ კლუბმა „მონაკოსთან“ ალექსანდრ ნიუბელის იჯარიდან დაბრუნებაზე ვერ მოილაპარაკა.

ფაბრიციო რომანო ასევე იმასაც ამბობს, რომ ზომერის მიმართ ინტერესს „ინტერიც“ იჩენს, მაგრამ ეს ვარიანტი მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილება, თუ შვეიცარიელი კიპერი მილანურ გუნდს ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

ზომერს „გლადბახთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. შეგახსენებთ, რომ ნოიერმა თხილამურებზე სრიალის დროს ფეხი მოიტეხა და სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს.