ავტორიზაცია

ატლეტიკოს ბრაზილიელი შემტევი კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს - ფაბრიციო რომანო

ატლეტიკოს ბრაზილიელი შემტევი კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს - ფაბრიციო რომანო
თარიღი 20 დეკ 2022, 23:03
მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდი მატეუს კუნია კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბრაზილიელი შემტევი „ვულვერჰემპტონში“ გადავა, რომელიც კუნიას იჯარით და შემდგომ გამოსყიდვის ვალდებულებით დაიმატებს. იჯარის ამოწურვის შემდეგ, ინგლისურ კლუბს ფეხბურთელში 40-50 მილიონის გადახდა მოუწევს.

მხარეები შეთანხმებას საბოლოოდ ხელს უახლოეს დღეებში მოაწერენ, ინგლისელებმა კუნიას სამედიცინო შემოწმება უკვე დაგეგმეს კიდეც.

ამ სეზონში მატეუსმა ლა ლიგის 11 მატჩში 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.