ავტორიზაცია

VIDEO: ხუთი არგენტინელი ფეხბურთელი ტიტულის აღნიშვნისას კინაღამ ტრაგედიის მონაწილე გახდა - მათ შორის იყო მესიც

თარიღი 20 Dec 2022, 23:21
არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონობის აღნიშვნას აგრძელებს.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ფეხბურთელებმა ტრადიციისამებრ, თასთან ერთად ქალაქში ავტობუსის სახურავზე გაისეირნეს. თუმცა, „ალბისელესტეს“ ხუთი ფეხბურთელი დაშვებულ ნორმებს გაცდნენ და ავიდნენ იქ, სადაც ხალხის ყოფნა არ არის გათვალისწინებული.

ეს ხუთი ფეხბურთელი ლეო მესი, როდრიგო დე პაული, ანხელ დი მარია, ლეანდრო პარედესი და ნიკოლას ოტამენდი არიან, რაც მათთვის შეიძლებოდა ტრაგედიით დამთავრებულიყო.

რაღაც მომენტში ავტობუსმა მაღალი ძაბვის კაბელთან გაიარა, ფეხბურთელებმა წინაღობა თითქმის ბოლო მომენტში შენიშნეს, მაგრამ დახრა მაინც მოასწრეს.

ვინმეს რომ დაკუზვა ვერ მოესწრო, ყველაფერი ავტობუსიდან გადავარდნით, ან კიდევ უფრო უარესი, დენის დარტყმით დამთავრდებოდა.