ავტორიზაცია

ბენზემამ დიდიე დეშამი ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა

ბენზემამ დიდიე დეშამი ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა
თარიღი 21 Dec 2022, 00:42
მადრიდის „რეალის“ კაპიტანი, კარიმ ბენზემა, დიდიე დეშამთან სერიოზულ კონფლიქტში ჩაება.

როგორც RMC Sport იტყობინება, ბენზემამ საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა.

კერძოდ, ვარჯიშზე ტრავმის მიღების შემდეგ, ბენზემას ნაკრებში დარჩენა უნდოდა და დაზიანებაზე დაკვირვება, თუმცა დეშამმა ის მადრიდში გაუშვა იმ მიზეზით, რომ მისი თქმით, სურდა, გუნდში მხოლოდ სრულიად ჯანმრთელი ფეხბურთელები ჰყოლოდა.

თუმცა, ზუსტად იგივე მიდგომა არ იყო აქტუალური რაფაელ ვარანის შემთხვევაში, რომელიც ნაკრებში თავიდან ტრავმით გამოცხადდა და ჯგუფის პირველი მატჩის გამოტოვებაც მოუწია. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბენზემამ სანაკრებო კარიერა ოფიციალურად დაასრულა.