ტრანსფერი ჩემპიონ გუნდში - ქართველი ფეხბურთელი უზბეკეთში ითამაშებს

"დინამო თბილისის" ყოფილი კაპიტანი გიორგი პაპავა, რომელიც ბოლოს "აგმკ"-ის რიგებში გამოდიოდა, ახალ გუნდში ითამაშებს.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, გამოცდილი ნახევარმცველი კარიერას უზბეკურ "ფახთაქორში" გააგრძელებს.
"ფახთაქორი" აზიის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბია. მოგეხსენებათ, 2 წლის წინ ამ გუნდს შოთა არველაძე წვრთნიდა.
რაც შეეხება პაპავას, უზბეკეთში მან 13 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ჩემპიონი გუნდის სიმპათია დაიმსახურა.
ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი